The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილი (მღვდელი)

გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1962
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    გაბრიელ ბოჭორიშვილი XIX საუკუნის მეორე ნახევარში რაჭაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვლადიკავკაზის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა. იქვე აკურთხეს დიაკვნად და მღვდლად. მსახურობდა ვლადიკავკაზის ეპარქიაში, სოფელ ალაგირის ქართულ სამრევლოში.

    1913 წლის 24 ნოემბრიდან,ალაგირში "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ალაგირის განყოფილების დაარსების დღიდან, იყო ამ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე. ჩრდილოეთ კავკასიაში, ოსების მიერ ქართველების შევიწროების გამო, 1919 წელს იძულებული გახდა მრევლთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.

   მამა გაბრიელმა ლაგოდეხის რაიონში დააარსა სოფელი გიორგეთი, სადაც თავად მსახურობდა. 1922 წლის 10 ოქტომბერს იგი ბაისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ჰყავდა მეუღლე და ოთხი შვილი.

    მღვდელი გაბრიელი აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მამა გახლდათ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარე (1914-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: