The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ (კოლია) საბას ძე ბუკია

ნიკოლოზ (კოლია) საბას ძე ბუკია
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1879
გარდაცვ. თარიღი:1959  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ნიკოლოზ ბუკია დაიბადა 1879 წელს. იგი გახლდათ პედაგოგი და თავის ხალხზე მზრუნველი საზოგადო მოღვაწე.

   1905 წლიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 1905 წლის ოქტომბერში, რევოლუციური მოძრაობის დროს, როდესაც ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი) ზუგდიდს ეწვია და ხალხს შეეკითხა: "მითხარით, რა არის თქვენი მოთხოვნილებანი, რა გსურთო" და სოციალ-დემოკრატებმა თავისი მოთხოვნები რუსულად დაწერილი მიართვეს, ნიკოლოზ ბუკიას შეუძახია: "ვის გაუგონია, საქართველოში, ქართველმა ხალხმა, ქართველ კაცს რუსულად დაწერილი მოთხოვნა წარუდგინოსო". თანამოაზრეთა დახმარებით ქართულად დაუწერია რამდენიმე პუნქტისგან შედგენილი წერილი, ჯერ ხალხისთვის გაუცვნია და მერე საჯაროდ ყიფშიძისთვის მიურთმევია. მოთხოვნა შემდეგი პუნქტებისგან შედგებოდა: კაზაკების გაყვანა ზუგდიდიდან, ქართული ენის შემოღება ყველა დაწესებულებაში, დემოკრატიული ერობა, საყოველთაო არჩევნები, სრულიად საქართველოს ფართო დემოკრატიული ავტონომია, მიწა მიწის მუშებს და სხვ.

   ნიკოლოზ ბუკია იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ზუგდიდის განყოფილების ნამდვილი წევრი 1913 წლიდან, ხოლო 1916 წლიდან საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი.

   ნიკოლოზ ბუკია გახლდათ საზოგადო მოღვაწე, სცენისმოყვარული,  ქალაქ ზუგდიდში პირველი ბიბლიოთეკის დაფუძნების თაოსანი, პირველი სპექტაკლის დადგმის ორგანიზატორი ზუგდიდის თეატრში, სცენარისტი, პირველი ქართული სკოლის დამაარსებელი ქალაქ ზუგდიდში და წლების მანძილზე ზუგდიდის რუსული სკოლის დირექტორი.

    ნიკოლოზ ბუკია სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო, ამიტომაც იგი ხელისუფლების მხრიდან იდევნებოდა და რამდენიმე ხანი ციხეშიც იჯდა.

   ნიკოლოზ ბუკია გარდაიცვალა 1959 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: