შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მიტროპოლიტი ლეონიდე![]()
ბიოგრაფიალავრენტი ჟვანია დაიბადა 1885 წლის 1 დეკემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ლეჯიქეთში სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება სენაკის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1903-1907 წლებში სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და სემინარიის დამთავრებისთანავე, 1907 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, რომელიც 1911 წელს დაამთავრა. 1911-1957 წლებში ლავრენტი ჟვანია საერო სამსახურშია, როგორც კვალიფიციური სამართალმცოდნე და იურისტი. 1957 წლის 1 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ბერად აღიკვეცა, ხოლო 3 თებერვალს, სიონის საპატრიარქო ტაძარში მთავარდიაკვნად იქნა ხელდასმული. 4 თებერვალს დიდუბის ეკლესიაში მღვდელმონაზვნად იქნა დადგენილი. 1957 წლის 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III სინოდის წევრთა მონაწილეობით აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1958-1959 წლებში ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია) საქართველოს კათოლიკოსთან არსებული სინოდის რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. მას ურთულეს ეპარქიაში უხდებოდა მოღვაწეობა, როგორც უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II აღნიშნავდა - მეუფე ლეონიდეს გაწონასწორებული პოლიტიკა, საერო და საეკლესიო კანონების ზედმიწევნით ცოდნა იყო მის ეპარქიაში წარმატების საფუძველი. ეპისკოპოსი ლეონიდე გარდაიცვალა 1964 წლის 14 დეკემბერს სოხუმში და დაკრძალულია ქუთაისში, არქიელის გორაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ანდერძი აუგეს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II, მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ. ეპისკოპოსის საფლავს ამშვენებს წარწერა: "45 წელი პირნათლად ვემსახურე ამ მიწიერ ქვეყანას მართლმსაჯულების დარგში, ამიერიდან შევუდეგ ქრისტეს, უფალმა მწყოს, გთხოვთ შენდობას." ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |