The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე ბესარიონის ძე ბუჭყიაშვილი

ალექსანდრე ბესარიონის ძე ბუჭყიაშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ბორისის (ბეჟანის) ძე ბუჭყიაშვილი
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1825
გარდაცვ. თარიღი:28 თებერვალი, 1902  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ანჩისხატის ეკლესია
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   ალექსანდრე ბუჭყიაშვილი დაიბადა 1825 წელს. იგი იყო ერეკლე II მინბაშის ივანე ბუჭყიაშვილის შვილიშვილი.

    პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის გიმნაზიაში. 1837 წელს ჩაირიცხა სანკტ–პეტერბურგის კადეტთა კორპუსში, რომელიც 1844 წელს დაასრულა. ბესარაბიაში მსახურობდა ცარსკოე–სელოს საარტილერიო ბატარეაში. 1851 წლიდან ბუჭყიაშვილი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაიყვანეს. მონაწილეობდა 1853–1856 და 1877–1878 რუსეთ–ოსმალეთის ომებში, 1887–1892 წლებში ფინეთში საარტილერიო ბრიგადის მეთაურად.

    1878 წლიდან ბუჭყიაშვილი ატარებდა რუსეთის არმიის გენერალ–მაიორის, ხოლო 1893 წლიდან გენერალ–ლეიტენენტის ჩინს, იყო მრავალი სამხედრო ორდენის კავალერი. 1893 წლიდან გადადგა სამხედრო სამსახურიდან.

    ალექსანდრე ბუჭყიაშვილი 1885 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

    გარდაიცვალა 1902 წლის 28 თებერვალს თბილისში და დაკრძალულია ანჩისხატის ეკლესიაში.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-1898)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: