Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ალექსანდრე ბესარიონის ძე ბუჭყიაშვილი![]()
Biographyალექსანდრე ბუჭყიაშვილი დაიბადა 1825 წელს. იგი იყო ერეკლე II მინბაშის ივანე ბუჭყიაშვილის შვილიშვილი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის გიმნაზიაში. 1837 წელს ჩაირიცხა სანკტ–პეტერბურგის კადეტთა კორპუსში, რომელიც 1844 წელს დაასრულა. ბესარაბიაში მსახურობდა ცარსკოე–სელოს საარტილერიო ბატარეაში. 1851 წლიდან ბუჭყიაშვილი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაიყვანეს. მონაწილეობდა 1853–1856 და 1877–1878 რუსეთ–ოსმალეთის ომებში, 1887–1892 წლებში ფინეთში საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 1878 წლიდან ბუჭყიაშვილი ატარებდა რუსეთის არმიის გენერალ–მაიორის, ხოლო 1893 წლიდან გენერალ–ლეიტენენტის ჩინს, იყო მრავალი სამხედრო ორდენის კავალერი. 1893 წლიდან გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ალექსანდრე ბუჭყიაშვილი 1885 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. გარდაიცვალა 1902 წლის 28 თებერვალს თბილისში და დაკრძალულია ანჩისხატის ეკლესიაში. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |