The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლეონტი ალმასხანის ძე ჟღენტი

ლეონტი ალმასხანის ძე ჟღენტი
ოფიციალური სახელი:ვიქტორ ალმასხანის ძე ჟღენტი
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:8 აპრილი, 1969  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
კატეგორია:ბუღალტერი, დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

   ვიქტორ (ლეონტი) ჟღენტი დაიბადა 1884 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჯვარცმაში, გლეხის ოჯახში.

დაამთავრა ბათუმის სახელოსნო სასწავლებელი და საბუღალტრო კურსები.

   ლეონტი ჟღენტი გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი და 1900-იანი წლების ბოლოდან   ბაქოში მუშაობდა. აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საქმიანობაში.

   1910 წელს ლეონტი ჟღენტმა  ბაქოში „ქართული სალიტერატურო-სამხატვრო წრე“ დააარსა და ამ წრის გამგეობის თავმჯდომარეც თავად გახლდათ. ისინი ჟურნალ „წყაროს“ გამოსცემდნენ.

   1917 წლის ნოემბერში ლეონტი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს და 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

   1919 წლის 12 მარტიდან ლეონტი არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და სამხედრო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებში მუშაობდა.

   1921 წლამდე ლეონტი ჟღენტი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო რწმუნებული ცხინვალში.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს, თებერვალ-მარტში, სამხედრო-საველე სასამართლოს თავმჯდომარედ იყო დანიშნული.

   1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ  სამშობლო დატოვა და საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა.

   ლეონტი ჟღენტი 1969 წლის 8 აპრილს საფრანგეთში, აბონდანის მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა და დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

წყარო: SOVLAB

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო რწმუნებული ცხინვალში (1921-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრი (-1916)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1921)

გააზიარე: