შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გერასიმე ჩითანის ძე რამიშვილი![]()
ბიოგრაფიაგერასიმე რამიშვილი დაიბადა 1870 წელს ოზურგეთის მაზრის, ლიხაურის თემის სოფელ ქაქუთში ღარიბი გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, ხოლო შემდეგ კერძო მასწავლებელთან. უსახსრობის გამო უმაღლესი განათლება ვერ მიიღო და მუშაობა დაიწყო ოზურგეთის სამაზრო ციხის ზედამხედველად. გერასიმე რამიშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ლიხაურის განყოფილების ნამდვილი წევრი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მისი ინიციატივით მშობლიურ სოფელ ქაქუთში დაარსდა ოთხწლიანი შრომის სკოლა, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მისი მონაწილეობით შედგენილი იქნა სკოლის შენობის პროექტი, რომელიც დამტკიცებული იქნა და სოფლის ცენტრში აიგო ახალი სკოლა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი მუშაობდა ოზურგეთის სახელმწიფო ხაზინაში. სისტემატურად ირჩევდნენ საბჭოს წევრად და ითვლებოდა ლიხაურის თემის სასოფლო საბჭოს უცვლელ წევრად. გერასიმე რამიშვილი იყო სოფლის და თემის ყოველგვარი პროგრესული და სასარგებლო საქმის ინიციატორი. გერასიმე რამიშვილი გარდაიცვალა 1929 წლის 25 ოქტომბერს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |