The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე

გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე
Other name:ზანგი  (Pseudonym)
ზანგი ხიხო  (Pseudonym)
რანგი  (Pseudonym)
Date of birth:1876
Date of death:8 November, 1934  (at 58 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Lawyer, Founding member, Lawyer, Politician, Publicist

Biography

    გრიგოლ რცხილაძე დაიბადა 1876 წელს თელავის მაზრის სოფელ შაშიანში, მღვდლის ოჯახში.

    1895 წელს დაამთავრა ტფილისის მე-3 გიმნაზია. 1900 წელს დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობდა ადვოკატად. პარალელურად გრიგოლ რცხილაძე აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში  და თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან, აქვეყნებდა პუბლიცისტურ ნაწარმოებებს, ფელეტონებსა და ლიტერატურულ კრიტიკას.

    1908 წელს თბილისში გრიგოლ რცხილაძის ინიციატივით დაარსდა „ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოება“ და იგი საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.  მისი რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურული კრებული „გრდემლი“.

    გრიგოლ რცხილაძე  1886 წლიდან იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“  ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამ საზოგადოების საპატიო წევრი.

    1910 წელს გრიგოლ რცხილაძე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს და ათი თვის განმავლობაში მოთავსებული იყო მეტეხის ციხეში.

   1917 წლიდან იყო „საუნივერსიტეტო საზოგადოების“ წევრი.

   1917 წლის ნოემბერში გრიგოლ რცხილაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს, ხოლო 1918 წლის 26 მაისს  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს მოაწერა ხელი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წელს გრიგოლ რცხილაძე  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლად დაინიშნა მოკავშირეთა არმიის სარდალსა და ოსმალეთის მთავრობასთან.

    1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის სიით და მუშაობდა აგრარული კომისიაში.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, გრიგოლ რცხილაძე  საქართველოში დარჩა  და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

    გრიგოლ რცხილაძე 1923 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო სამართლის ლექტორად მუშაობდა.

    1924 წლის აგვისტოს აჯანყებისას გრიგოლ რცხილაძე დააპატიმრეს და 1925 წლის ივლისში სხვა  პოლიტპატიმრებთან ერთად საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ,  ე. წ. „პარიტეტული კომიტეტის პროცესზე", 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით გაასამართლა, მაგრამ ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო სასამართლომ გაათავისუფლა და შემდგომ წლებში  იურისკონსულტად მუშაობდა.

    გრიგოლ რცხილაძე გარდაიცვალა 1934 წლის 8 ნოემბერს, თბილისში და დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Member of Organizations

  • საუნივერსიტეტო საზოგადოება, წევრი (1917-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1886-)
  • ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოება, თავმჯდომარე (1908-)

Contacts Information

  • Home
    Address:თელავი

Share: