The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძე

მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძე
სხვა სახელი:კ. ალმასიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1892
გარდაცვ. თარიღი:3 აპრილი, 1938  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

     მიხეილ საყვარელიძე დაიბადა 1892 წლის 2 იანვარს (ძვ.სტ. 1891 წლის 20 დეკემბერს) თელავში. 1913 წელს მიხეილმა თბილისის ქართული გიმნაზია დაამთავრა და იმავე წელს ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.  სწავლის პერიოდში იგი ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან.

    მიხეილ საყვარელიძე მოყვარული და თვითნასწავლი მოჭადრაკე იყო. იგი გახლავთ ქართულ ენაზე ჭადრაკის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი. 1926 წელს გამომცემლობა "შრომამ" მისი "ჭადრაკი" დაბეჭდა.

   მიხეილი ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, აქვეყნებდა სტატიებს გაზეთებში "კომუნისტი", "კოლექტივიზაცია" და სხვა. როგორც ქართული ენის უზადო მცოდნე, მუშაობდა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენ კომისიაში.

    1937 წლის 22 დეკემბერს მიხეილ საყვარელიძე დააპატიმრეს. სასამართლო სხდომა 1938 წლის 3 მარტს ჩატარდა და ბრალიც წარუდგინეს. ბრალად ედებოდა, რომ დარწმუნებული იყო საკუთარ კ/რ შეხუდელებებში და ბოლო დრომდე აგრძელებდა ამ საქმიანობას. 1933 წელს შევიდა არალეგალურ კ/რ დივერსიულ-მავნებლურ-მეამბოხე სოციალ-ფედერალისტურ ორგანიზაციაში. პირადად ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას და მონაწილეობას იღებდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში. სასჯელის ზომად განესაზღვრა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. განაჩენი ერთი თვის შემდეგ, 3 აპრილს იქნა სისრულეში მოყვანილი.

    რეაბილიტირებული იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალ-ფედერალისტთა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)

გააზიარე: