The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი სიმონის ძე სვანიძე

გიორგი სიმონის ძე სვანიძე
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1926  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი, საფიჩხიას სასაფლაო
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

  გიორგი სვანიძიე დაიბადა 1880 წელს ქუთაისში, სიმონ სვანიძისა და სემელა სარდინიძის ოჯახში.

  გიორგიმ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და უმაღლესი განათლების მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა, კერძოდ ლაიფციგში. სწავლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქუთაისში დაბრუნდა და პედაგოგობას მიჰყო ხელი. იგი გერმანულს ასწავლიდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

   გიორგი სვანიძე ცნობილი იყო, როგორც უანგარო პედაგოგი და ქუთაისის ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენელი.

   1913 წლიდან გიორგი სვანიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი.

   1918 წელს გიორგი სვანიძის თაოსნობითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით მასწავლებელთა წიგნის გამომცემელი კოოპერაციული ამხანაგობა „მერანი“ დაარსდა, რომელმაც მრავალი სახელმძღვანელოს მიწოდებით დიდი სამსახური გაუწია ეროვნული განვითარების გზაზე შემდგარ ქართულ სკოლას. ამ ამხანაგობაში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიბეჭდა „ქართულ-გერმანული ლექსიკონი“.

   გიორგი სვანიძე ბევრი სასიკეთო წამოწყების სულისჩამდგმელი იყო. განათლების მუშაკთა კავშირის ქუთაისის განყოფილებასთან მოაწყო გამომცემლობა. მისივე თაოსნობით დაარსდა ქუთაისის "საურთიერთო ნდობის საზოგადოება", რომლის გამგეობის წევრიც თავადვე იყო. იგი სიტყვითა თუ საქმით მხურვალე მონაწილეობას იღებდა ჩვენი ქვეყნის ნივთიერად აღორძინებისათვის სხვადასხვა ეკონომიური ხასიათის საზოგადოების დაარსებაში. იქნებოდა ეს ფულადი დახმარება თუ სხვა საქმიანობა. იგი მეგობრობდა იმ პერიოდის გამოჩეულ საზოგადო მოღვაწეებთან სილოვან ხუნდაძესთან, დიმიტრი უზნაძესთან და ერთად ემსახურებოდნენ ქართული სკოლის განვითარების საქმეს.

   გიორგი სვანიძე, როგორც მასწავლებელი, მუხლჩაუხრელად მოღვაწეობდა  25 წლის განმავლობაში.

   გიორგი სვანიძე გარდაიცვალა 1926 წლის 18 მარტს და დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიას სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

გააზიარე: