შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ალექსანდრე გრიგოლის ძე სოლოღაშვილი![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე სოლოღაშვილი დაიბადა 1870 წლის 20 ივლისს. ალექსანდრე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, მაგრამ 1893 წელს, ამბოხებაში მონაწილეიბისათვის, სემინარიიდან გარიცხეს. 1897 წელს დაამთავრა ვონგლ-სვიდერსკაიას კბილის კერძო საექიმო სკოლა. იგი გახლდათ კბილის საექიმო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. ალექსანდრე სოლოღაშვილი, სწავლის პარალელურად, თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან და „ივერიასა“ და „მოამბეში“ საკუთარ და ნათარგმნ მოთხრობებს ათავსებდა. იგი კრებდა ხალხურ ნაწარმოებებს, ჩაწერა და 1894 წელს „ივერიაში“ გამოაქვეყნა ხალხური: „ტარიელ და ნესტან დარეჯანი“. 1907 წლიდან ალექსანდრე სოლოღაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი და მის სწავლას საზოგადოება ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიით აფინანსებდა. ალექსანდრე სოლოღაშვილი გარდაიცვალა 1932 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |