The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი

იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი
სხვა სახელი:ირადიონ სონღული
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1880
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1958  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიკოსი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

    იროდიონ სონღულაშვილი დაიბადა  1880 წელს სოფელ დიღომში გლეხის ოჯახში.  საშუალო განათლება თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო, ხოლო 1903 წლის აგვისტოში  ოდესაში გაემგზავრა, სადაც  ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილებაზე, ტექნიკური ქიმიის სპეციალობით ჩააბარა, რომელიც წარმატებით დაამთავრა კიდეც.

     უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იროდიონი თბილისში დაბრუნდა და  მთელი ცხოვრება ხელოვნების სამსახურში გაატარა. 1909 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებაში. 1910 წელს გახდა საზოგადოების საბჭოს წევრი და იყო საზოგადოების მდივანი.

     იროდიონ სონღულაშვილი გახლდათ საისტორიო-საეთნაგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარის, ექვთიმე თაყაიშვილის მოწაფე, მეგობარი და თანამებრძოლი.

    1917 წელს სონღულაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში იღებდა მონაწილეობას და  არჩეულ იქნა პარტიის პრეზიდიუმში. 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საისტორიო და საეთნოგრაფიო განყოფილების გამგედ, 1931 წლიდან  ძველი ქართული ხელოვნებისა და ისტორიის განყოფილების გამგის თანაშემწედ, 1934 წლიდან ხელოვნების მუზეუმის ("მეტეხი") მცირე ხელოვნების განყოფილების გამგედ, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს ხელოვნების მუზეუმის სეიფის გამგედ.

    იროდიონ სონღულაშვილის შრომები, რომელთა მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული, ეხება უმეტესად ქართული მცირე და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს (კერძოდ, ტიხრული მინანქარი) და ეთნოგრაფიის საკითხებს.

    იროდიონ სონღულაშვილი გარდაიცვალა 1958 წლის 7 იანვარს თბილისში.

    იროდიონ სონღულაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ისტორიული რომანი "მირანდუხტ იადხმობილი".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთ-ერთი დამფუძნებელი (1917-)
  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში, საბჭოს წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1918)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: