შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
დავით ალექსანდრეს ძე სუმბათაშვილი![]()
ბიოგრაფიადავით სუმბათაშვილი დაიბადა 1831 წლის 27 დეკემბერს ალექსანდრე სუმბათაშვილისა და სოფიო გიორგი მუხრანბატონის ასულის ოჯახში. დავით სუმბათაშვილი იზრდებოდა სათავადაზნაურო პოლკში და 1854 წლიდან ჩადგა სამხედრო სამსახურში. 1855 წლიდან საომარ მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. 1869 წლიდა მსახურობდა კავკასიაში, სადაც 1876 წელს პოპუჩიკის ჩინი მიიღო. 1877-1878 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში როტმისტრის ჩინით, ხოლო 1879 წელს გვარდიის პოლკოვნიკის ჩინით დაჯილდოვდა. 1879 წლიდან დავით სუმბათაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების საქმიანობაში. 1879-1885 წლებში სუმბათაშვილი არჩეული იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად. 1883 წელს, თბილისის გუბერნიის დეპუტატებთან ერთად, კახეთის რკინიგზის პროექტის დაემტკიცებაში მიიღო მონაწილეობა. 1885 წლის 14 მაისს, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა ყოფილი წინამძღოლის დავით სუმბათაშვილის პატივსაცემად გამართული იყო გამოსათხოვარი ნადიმში, რომელშიც ილია ჭავჭავაძეც იღებდა მონაწილეობას. 1885 წელს, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლობიდან გადადგომის შემდეგ, კვლავ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა. გახდა გენერალ-მაიორი, ხოლო შემდეგ გენერალ-ლეიტენანტი. დავით სუმბათაშვილს ჰყავდა მეუღლე ნადეჟდა ივანეს ასული ამილახვარი და ქალიშვილი სოფიო სუმბათაშვილი. დავით სუმბათაშვილი გარდაიცვალა 1920 წლის 22 ნოემბერს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |