The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მათე ისააკის ძე სუხიაშვილი (დეკანოზი)

მათე ისააკის ძე სუხიაშვილი
დაბადების თარიღი:1835
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1910  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხაშურის სასაფლაო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   მათე სუხიაშვილი დაიბადა 1835 წელს მღვდლის ოჯახში

   1857 წელს თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა, იმავე წლის დეკემბერში დიაკვნად აკურთხეს და საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ოსეთის სასულიერო კომისიაში, დაბა კადგარონის სამრევლოში განამწესა.

   1861 წელს ოსიაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადმოიყვანეს.

   1866 წლის მაისში გორის მაზრის მე-4 ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და ამავე წლის მიწირულს ოფიციალურად დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე.

   1868 წელს ზემო ჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დაინიშნა.

   1869 წელს საგევრდულით დაჯილდო გათავისუფლდა.

   1877 წელს სკუფია უბოძეს.

   1881 წლის დეკემბერს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი გამოუგზავნა.

   1882 წელს კამილავკა ეწყალობა, ხოლო ერთი წლის შემდეგ წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით დაჯილდოვდა.

   1885 წელს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მესამე განყოფილებაში წევრად აირჩიეს.

   1890 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1899 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1901 წელს მოხუცებულობის გამო შტატიდან გადადგა.

   1902 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. მისი წერა-კითხვის საზოგადოებაში გაწევრიანებაზე თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, გრიგოლ ყიფშიძე და იაკობ გოგებაშვილი

   დეკანოზი მათე გარდაიცვალა 1910 წლის 1 ივნისს  და დაკრძალულია ხაშურის სასაფლაოზე. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1890 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1883 - წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: