The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვლადიმერ (ლადო) პავლეს ძე სუხიშვილი

ვლადიმერ (ლადო) პავლეს ძე სუხიშვილი
დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1937  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

   ვლადიმერ სუხიშვილი დაიბადა 1888 წელს სოფელ მამკოდაში გლეხის ოჯახში. სკოლაში არ უვლია, წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა და ადრეული ასაკიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში.

    1914 წლიდან ვლადიმერ სუხიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი.

    1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდა.

    1923-1928 წლებში გახლდათ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე.

    1930 წლიდან საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. 1931 წელს კი სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე.

    დაპატიმრებამდე ვლადიმერ სუხიშვილი საქართველოს სახელმწიფო სადაზღვევო სამმართველოში უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

    1937 წლის 6 მაისს დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გაერთიანება და ქვეყნის საწინააღმდეგო მავნებლური და ჯაშუშური საქმიანობა.

    1937 წლის 12 ივლისს სამხედრო კოლეგიამ ჩაატარა სასამართლო სხდომა, სადაც სუხიშვილმა თავი დამნაშავედ სცნო და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი მეორე დღესვე, 13 ივლისს.

    1957 წლის 25 ივლისს რეაბილიტირებული იქნა და საქმის წარმოება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ცხაკაიას ქ. № 13 (დღევანდელი ვუკოლ ბერიძის ქუჩა)

გააზიარე: