The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ტატიშვილი

გიორგი ტატიშვილი
ოფიციალური სახელი:ტატიშვილი გრიგოლ დიმიტრის ძე
დაბადების თარიღი:1882  (142 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    გრიგოლ ტატიშვილი დაიბადა შორაპნის მაზრის სოფელ ცხრუკვეთში 1881 წელს აზნაური მღვდლის ოჯახში.

    1897 წელს შეიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1901 წელს დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1904 წელს მესამე კურსიდან სწავლა მიატოვა, დიაკვნად აკურთხეს და თბილისის სასულიერო სასწავლებლის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. 1905 წელს ავლაბრის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მედავითნედ განამწესეს, ხოლო 1906 წელს თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაინიშნა.

    1910 წლის 14 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში განამწესეს. 1913 წლიდან იმერეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და სვერის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1914 წლის 1 თებერვალს სვერის ერთწლიან სახალხო-სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, ხოლო 1916 წელს სვერის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

    1917 წლის 8-17 სექტემბერს მღვდელი გრიგოლი მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქული ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე. 1924 წელს მან შეწყვიტა მღვდელმსახურება და თბილისში სტატისტიკურ სამართველოში დაიწყო მუშაობა.

    1926-1954 წლებში გრიგოლ ტატიშვილი თბილისის სხვადასხვა პურის ქარხანაში ბუღალტრად მუშაობდა.

    1954 წლის 16 მაისს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) სასულიერო ხარისხში აღადგინა და სიონის საპატრიარქო ტაძარში განამწესა. XIX ს-ის 50-იანი წლების ბოლოს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

    1959 წლის 4 თებერვალს მღვდელი გრიგოლი დიდუბის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1965 წლის 5 თებერვალს პენსიაზე გავიდა.



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1912-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ტყის შესახვევი N 39.

გააზიარე: