The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ ლაზარეს ძე ტურიაშვილი

დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1965  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

    დაიბადა ქ. გორში. 1907 წელს დაამთავრა მიუნხენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „საკვერცხეების ავტოტრანსპლანტაცია შინაური კურდღლების თვალების წინა კამერაში და მისი გამოყენება ორსულობის ამოსაცნობად" (1939). თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-1920)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1910-)

გააზიარე: