The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სვიმონ იაკობის ძე ტყემალაძე (დეკანოზი)

სვიმონ იაკობის ძე ტყემალაძე
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:1938  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   სვიმონ ტყემალაძე დაიბადა 1872 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ჭილოვანში მღვდლის ოჯახში.

   1891 წელს სვიმონმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაასრულა და ამავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, სადაც სამი კურსი გაიარა.

   1894 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დანიშნა.

   1901 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა და გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად დანიშნა.

   1901-1902 წლებში დიაკვანი სვიმონი გორის საკათედრო ტაძართან არსებულ ოქონის ორკლასიან სამრველო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა, სადაც სკოლაში კეთილსინდისიერი პედაგოგიური მოღვაწეობის გამო სასწავლო კომიტეტისაგან მადლობა გამოეცხადა და 25 მანეთით დაჯილდოვდა.

   1902 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი და დუშეთის მაზრაში, სოფელ არანისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1903 წელს დუშეთის საეპარქიო განყოფილების საბჭოს დადგენილებით სანთლის საწყობის გამგედ დაინიშნა, სადაც 1905 წლამდე იმუშავა.

   1909 წელს დუშეთის მაზრის მე-2 ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა.

   1911 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა და ამავე წელს ოფიციალურად დაამტკიცეს მთავარხუცესის თანამდებობაზე.

   1913 წელს სკუფია უბოძეს, 1915 წელს კი კამილავკა ეწყალობა.

   1916 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1917 წელს დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1918 წელს მთავარხუცესის თანამდებობა დატოვა, მაგრამ 1921 წელს, ახლად არჩეულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია), მამა სვიმონი კვლავ დაადგინა მთავარხუცესის თანამდებობაზე.

   1926 წელს, საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლემ (ჯაფარიძე) მამა სვიმონს დეკანოზის წოდება მიანიჭა. ამავე წელს წილკნის ეპარქიის ადგილობრივ საეპარქიო კრებაზე ერთხმად აირჩიეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV კრების დელეგატად თბილისში მცხოვრებ ქაიხოსრო ოთარის ძე ზანდუკელთან ერთად.

   დეკანოზი სვიმონი მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლომდე მსახურობდა ეკლესიაში. 30-იანი წლების დასაწყისში ანაფორა გაიხადა და კერძო საქმიანობით დაკავდა.ჰყავდა მეუღლე ეკატერინე იასონის ასული და შვილები: ბენიამენი, ბიძინა, შალვა და მარკოზი.

   დეკანოზი სვიმონი გარდაიცვალა 1938 წელს დუშეთში და იქვეა დაკრძალული.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: