The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კონსტანტინე პეტრეს ძე უგულავა

კონსტანტინე პეტრეს ძე უგულავა
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:1924  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   კონსტანტინე უგულავა დაიბადა 1872 წელს. იგი გახლდათ პედაგოგი და რევოლუციონერი.

   1900-იანი წლებიდან სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობდა. მხურვალე მონაწილეობას იღებდა

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის აჯანყებაში.

   1910 წლიდან კონსტანტინე უგულავა გახლდათ" ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი და ამავე დროს ამ საზოგადოების  ხონის განყოფილების სათეატრო სექციის წევრი.

   1924 წელს კონსტანტინე უგულავა, პოლიტიკური შეხედულებების გამო დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების სათეატრო სექციის წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: