შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი![]()
ბიოგრაფიამოსე კალანდარიშვილი დაიბადა 1858 წლის 14 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განაღლება ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში მიიღო, ხოლო საშუალო განათლება ქუთაისის გიმნაზიაში. უმაღლესი განათლების მისაღებად კიევის უნივერსიტეტში ჩააბარა, ხოლო 1886 წელს სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-სამკურნალო აკადემია დაამთავრა. 1886 წლიდან მოსე კალანდარიშვილი ექიმად მუშაობდა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულებებში რუსეთის სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოში. სხვადასხვა დროს მსახურობდა 77-ე ტენგინის პოლკის ექიმად, ვლადიკავკავის სამხედრო ჰოსპიტლის ორდინატორად და ლაბორანტად კავკასიის სამხედრო ოლქის სამმართველოს ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში. იგი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო და პროფესიონალურ საქმიანობაში. იგი გახლდათ კავკასიის, თერგის, სახალხო ჯანმრთელობის დამცველ ექიმთა, კავკავის ღარიბ და ობოლ ბავშვთა, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი“, ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებები წევრი. 1888 წლიდან მოსე კალანდარიშვილი აქტიურად მონაწილეობდა კავკავის სკოლის, ეკლესიის, ურთიერთნდობის ამხანაგობისა და სახელოსნო სკოლის დაარსება-მართვაში. 1897 წელს დისერტაცია დაიცვა თემაზე - ულპობელი ხუნაგის საწინააღმდეგო სისხლის შრატის ქიმიურ საშუალებათა ხმარების გარეშე მიღებისათვის და მისი გამეორებითი გაცხელებით გაუსნებიანებისთვის. დისერტაციის სახელწოდება იყო - „Асептическое получение антидифтериинной сывортки и о применении метода Тиндаля для повторной стерилизации“, რისთვისაც მედიცინის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 1900 წლიდან მისი მარჯვენა ხელი გახლდათ მეუღლე სოფიო დავითის ასული ციციშვილი, რომელიც ყველა ახალ საზოგადოებრივ წამოწყებაში მხარში ედგა მეუღლეს. მათი მოღვაწეობა კავკავში იმდენად სამაგალითო იყო, რომ კავკავის ქართველობამ, მათი თბილისში გადასვლის სახსოვრად, ადგილობრივი თეატრის აღსადგენად ფული შეაგროვა შეწირულებით და საგანგებოდ მირთმეულ ადრესში აღნიშნა: - „თქვენ, როგორც სამაგალითო მეუღლენი, ყველგან ერთად იყავით ყოველი კეთილი საქმის ასაღორძინებლად და დასამკვიდრებლად“. კავკავში, სხვადასხვა დროს, მოსე კალანდარიშვილის თანამოღვაწენი იყვნენ: ლუარსაბ ბოცვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ნიკო კურდღელაშვილი, გრიგოლ ნათიძე (ნათაძე), პართენ გოთუა და ტიტე კახიძე. 1941 წელს მოსე კალანდარიშვილმა თავისი მდიდარი საექიმო კაბინეტის მოწყობილობა, სადასტაქრო იარაღებით, ომის საჭიროებისათვის შესწირა. მოსე კალანდარიშვილი გარდაიცვალა 1943 წლის 25 აპრილს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |