The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნესტორ ლაზარეს ძე კალანდაძე

ნესტორ ლაზარეს ძე კალანდაძე
სხვა სახელი:ეშმაკი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 1942  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფრანგეთი, ლევილის ქართველთა სასაფლაო
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, მხატვარი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ნესტორ კალანდაძე დაიბადა 1874 წელს გურიის სოფელ ხიდისთავში.

   1882 წელს ქუთაისის სამეურნო, ხოლო მოგვიანებით იალტის სკოლა დაამთავრა იგივე პროფილით.

   1906-1911 წლებში იუმორისტულ ჟურნალებს - „ეშმაკის მათრახს“ და „ეშმაკის სალამურს“ ხელმძღვანელობდა.

   1907 წლიდან აკაკი წერეთელთან ერთად თანამშრომლობდა ჟურნალებში: „ეკალი“, „შუამავალი“, „ოხუნჯი“, „ჯოჯოხეთი“ და სხვა. ამ ჟურნალებიდან მთავარი იყო „ეშმაკის მათრახი“, რომლის ფაქტობრივი რედაქტორიც იგი გახლდათ, მაგრამ ცენზურის თვალის ასახვევად ჟურნალს ხელს აწერდა ასოთამწყობი თ. ბოლქვაძე.

   1908 წლიდან ნესტორ კალანდაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი.

   1917-1921 წლებში, შალვა შარაშიძესთან (თაგუნა) ერთად, რედაქტორობდა „ეშმაკის მათრახს“, რომელშიც იუმორისტულ წერილებს, ლექსებს, პოემებს, პატარ-პატარა ამბებს და სურათებს ათავსებდა. მისი შემოქმედება ჩვენი საზოგადოებრივი ყოფა-ცხოვრების მანკიერებათა  გაკილვას ემსახურებოდა. ადგენდა სამეცნიერო-პოპულარულ წიგნაკებს, თარგმნიდა და წერდა წერილებს. მისი იუმორი მუდამ გესლიანი ღიმილით იყო შეზავებული, ჯანსაღი, ზოგადი შეგნებით ნაკარნახევი და არა ბოროტი.

   ნესტორ კალანდაძეს, შალვა შარაშიძესთან (თაგუნა) ერთად, დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული იუმორისა და სატირის განვითარების საქმეში.

    ნესტორ კალანდაძე გარდაიცვალა 1942 წლის 23 ივლისს და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-1916)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: