Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ვასილ ფილიპეს ძე კანანაძე (დეკანოზი)![]()
Biographyვასილ კანანაძე დაიბადა 1870 წელს თელავის მაზრის სოფელ კონდოლიში სასულიერო წოდების ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ხუთი კლასი. 1894 წელს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ქვეშის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დანიშნა. 1899 წელს ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაადგინეს და ამავე წელს იყალთოს ფერისცვალების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1902 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1912 წლიდან მამა ვასილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1913 წელს სკუფია უბოძეს. 1915 წელს იყალთოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაინიშნა. მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1925 წელს კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. მიუხედავად ხელისუფლების ზეწოლისა, ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია. მე-20 საუკუნის 30-იან წლების ბოლოს თბილისში გადმოვიდა. 1944 წლიდან სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის უშტატო მღვდელმსახურად ირიცხებოდა. დეკანოზს ჰყავდა მეუღლე ნინო გრიგოლის ასული და შვილები: იროდიონი და გრიგოლი. დეკანოზი ვასილი, სავარაუდოთ მე020 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |