Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ბენიამინ ანტონის ძე კანდელაკი (დეკანოზი)![]()
Biographyბენიამინ კანდელაკი დაიბადა 1877 წელს მღვდლის ოჯახში. 1894 თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1900 წელს დაამთავრა და იმავე წელს ბარალეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1902 წელს გორის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ბარალეთის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1904 წელს საგევრდულით დაჯილდოვდა. 1904 წელს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. იმავე წელს ახალციხის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1908 წლიდან მამა ბენიამინი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ახალციხის ბიბლიოთეკის გამგე, ხოლო 1915 წლიდან ამ საზოგადოების ახალციხის განყოფილების წევრი. 1909 წელს სკუფია უბოძეს. 1916 წელს კამილავკა ეწყალობა. 1923 წელს თბილისის კალოუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადმოიყვანეს. 1923 წელს დეკანოზის ხარისხში აიყვანეს. 1925 წელს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1927 წლიდან საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრია. 1933 წელს მიტრით დაჯილდოვდა. 1934 წელს სამი წლის ვადით საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრად აირჩიეს. დეკანოზი ბენიამენი მონაწილეობდა 1917 წლის I საეკლესიო კრებაზე, 1927 წლის IV საეკლესიო კრებაზე, 1932 წლის V და 1934 წლის VI საეკლესიო კრებებზე. 1937 წელს დეკანოზი ბენიამინი დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს. 1944 წელს დეკანოზი ბენიამინი რუსეთში გარდაიცვალა. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |