The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ (ვასო) ოქროპირის ძე ურუშაძე

ვასილ (ვასო) ოქროპირის ძე ურუშაძე
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:12 ნოემბერი, 1907  (26 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:მესტამბე

ბიოგრაფია

    ვასო ურუშაძე დაიბადა 1881 წელს გურიის სოფელ ორაგვეში ღარიბი გლეხის ოჯახში. ვასო ობლობაში და სკოლის გარეშე აღიზარდა.

    1900 წლიდან რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და უმთავრესად სტამბის მუშებთან ერთად. ლადო კეცხოველის დავალებით, ხელაძის სტამბაში  რამდენიმე არალეგალური წიგნაკი დაბეჭდა, რაც იმ დროისთვის მეტად რთული საქმე იყო. აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაფიცვებსა და ყოველგვარ რევოლუციურ-ორგანიზაციულ მუშაობაში.

    1901 წელს სდმპ თბილისის კომიტეტში მიიწვიეს, როგორც მუშათა წარმომადგენელი.

    1902 წელს დააპატიმრეს და 1903 წელს სხვებთან ერთად ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს. საიდანაც 1905 წელს დაბრუნდა და მაშინვე მუშაობაში ჩაება. დაბრუნებისთანავე აირჩიეს რაიონულ კოლექტივში, აქედან თბილისის კომიტეტში. დაკისრებული ჰქონდა ბევრი პასუხსაგები საქმე, რასაც დიდი ენერგიით და თავდადებით ასრულებდა. ლეგალურ სტამბაში დაბეჭდა არალეგალური ჟურნალი „სოციალდემოკრატი“, რომელიც სულ სამი ნომერი გამოვიდა.

    ვასო ურუშაძე არალეგალური სტამბა მოაწყო საუცხოო სწრაფმბეჭდავი მანქანით, რამაც დიდი სამსახური გაუწია სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას. 1905 წლიდა, 1909 წლამდე აქ იბეჭდებოდა აუარებელი არალეგალური პროკლამაცია, წიგნაკები და გაზეთები.

    1905 წელს ვასო ურუშაძე დააპატიმრეს, მეტეხის ციხეში ჩასვეს და რამდენიმე ხნის შემდეგ როსტოვში გადაასახლეს, საიდანაც გამოიქცა და თბილისში დამალულად ცხოვრობდა.

   1905 წლის მოვლენების დროს დაჭრილი წაიყვანეს მიხეილის სახელობის საავადმყოფოში, საიდანაც ასევე გაიქცა, მაგრამ შეიპყრეს, პატიმრობა მიუსაჯეს და მხოლოდ 17 ოქტომბრის მანიფესტით გაათავისუფლეს. შავი რეაქციის ნოემბერ-დეკემბერში გაფიცვების ბიუროში იქნა არჩეული და ამავე დროს მინდობილი ჰქონდა მთაწმიდა-სოლოლაკის რაიონის სამხედრო რაზმის ხელმძღვანელობა, რასაც დიდი მხნეობით და თავდადებით ასრულებდა.

    ვასო ურუშაძე გარდაიცვალა 1907 წლის 12 ნოემბერს ფილტვების ანთებით და დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე. იგი სიკვდილის შემდეგაც საშიში შეიქნა მეფის მთავრობისათვის და ბრძანება გაიცა სასწრაფოდ დაეკრძალათ. გასვენებას აუარებელი ხალხი დაესწრო. პროცესიას პოლიცია მიყვებოდა და იყო შეტაკებებიც.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1903-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: