შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მელქისედეკ (მექი) გრიგოლის ძე ფაღავა![]()
ბიოგრაფიამელქისედეკ ფაღავას დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი უცნობია. მელქისედეკი სოფელ ბანძაში იყო ცნობილი მემამულე. ცოლად ჰყავდა დესპინე ფაღავა, რომელიც გახლდათ „ვეფხისტყაოსნის“ თინათინის პროტოტიპი მიხაი ზიჩის ნახატებიდან. მექი ფაღავა არჩეული იყო ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თვმჯდომარედ. 1885 წელს, სამეგრელოში ჩასული ილია ჭავჭავაძე მექი ფაღავას ბანძაში სტუმრობდა. 1902 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი, ხოლო 1920 წლიდან ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი. 1912 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მთავარმა გამგეობამ, რომელსაც გიორგი ყაზბეგი თავმჯდომარეობდა, მელქისედეკი ქუთაისისა და ძველი სენაკის სათავადაზნაურო პირველდაწყებითი სკოლების სამზრუნველოს წევრად დაასახელა. 1912 წლიდან ფაღავა ფინანსურ დახმარებას უწევდა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას. მელქისედეკსა და დესპინე ფაღავებს ჰყავდათ ხუთი შვილი, რომელთაგან უფროსი იური ემიგრაციაში ცხოვრობდა და მხატვარ ვერა ფაღავას მამა გახლდათ. მექი ფაღავა დაკრძალულია სოფელ ბანძაში მეუღლის გვერდით. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |