The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მელქისედეკ (მექი) გრიგოლის ძე ფაღავა

მელქისედეკ (მექი) გრიგოლის ძე ფაღავა
დაბადების თარიღი:18??
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ბანძა
კატეგორია:ადვოკატი, იურისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   მელქისედეკ ფაღავას დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი უცნობია.

   მელქისედეკი სოფელ ბანძაში იყო ცნობილი მემამულე. ცოლად ჰყავდა დესპინე ფაღავა, რომელიც გახლდათ „ვეფხისტყაოსნის“ თინათინის პროტოტიპი მიხაი ზიჩის ნახატებიდან.

   მექი ფაღავა არჩეული იყო ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თვმჯდომარედ.

   1885 წელს, სამეგრელოში ჩასული ილია ჭავჭავაძე მექი ფაღავას ბანძაში სტუმრობდა.

   1902 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი, ხოლო 1920 წლიდან ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი.

   1912 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მთავარმა გამგეობამ, რომელსაც გიორგი ყაზბეგი თავმჯდომარეობდა, მელქისედეკი ქუთაისისა და ძველი სენაკის სათავადაზნაურო პირველდაწყებითი სკოლების სამზრუნველოს წევრად დაასახელა.

   1912 წლიდან ფაღავა ფინანსურ დახმარებას უწევდა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას.

   მელქისედეკსა და დესპინე ფაღავებს ჰყავდათ ხუთი შვილი, რომელთაგან უფროსი იური ემიგრაციაში ცხოვრობდა და მხატვარ ვერა ფაღავას მამა გახლდათ.

   მექი ფაღავა დაკრძალულია სოფელ ბანძაში მეუღლის გვერდით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სენაკის სკოლის სამზრუნველო, წევრი (1912-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1902-)
  • ქუთაისისა და ძველი სენაკის სათავადაზნაურო პირველდაწყებითი სკოლების სამზრუნველო, წევრი (1912-)

გააზიარე: