The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ფუცუ დგებუაძე–ფულარია

ფუცუ დგებუაძე–ფულარია
ოფიციალური სახელი:მარიამ დავითის ასული ფულარია
სხვა სახელი:ფუცუ  (ფსევდონიმი)
ქალი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1887
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 1969  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    მარიამ ფულარია დაიბადა 1887 წლის 27 აგვისტოს (ახ. სტ.) ქუთაისის მაზრის სოფელ ჩუნეში.

   1906 წელს მარიამმა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

   1907 წელს პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა. აქტიურად თანამშრომლობდა „ნაკადულსა“ და „ჯეჯილში“.

   1909-1917 წლებში მარიამ დგებუაძე-ფულარია სენაკში ქალთა გიმნაზიის გამგე გახლდათ. იგი სხვადასხვა დროს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: სენაკში, სოხუმში, ქუთაისში, სამტრედიასა და სოფელ ღანირში.

    1926–1927 წლებში ქუთაისში ცალკე წიგნად გამოიცა მარიამ დგებუაძის მოთხრობები: „გრძნობათა ნანგრევებზე“, „მოჩხუბარიძის სიკვდილი“, „ჩაის მკრეფავები“, „რუსუდანი“, „ქალის გული“ და სხვები.

   1951 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობების კრებული, შემდეგ წლებში რომანები: „ოქროს ბეჭედი“ და „ტყვარჩელის ლამპიონები“. იგი პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ცნობილია მისი ნარკვევები: „მოღვაწე ქალები რევოლუციამდელ საქართველოში“ და „მოგონებები“.

 ფუცუ დგებუაძე-ფულარია გარდაიცვალა 1969 წლის 23 ივლისს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრი (1912-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აფხაზეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი.
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: