The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე (დეკანოზი)

იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე
Date of birth:1850  (175 years)
Date of death:192?
Category:Religious leader

Biography

   იაკობ ფხაკაძე დაიბადა 1850 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ფარცხანაყანებში გლეხის ოჯახში. მისი ბაბუა გახლდათ მღვდელი და ძმებიც სასულიერო პირები იყვნენ: დეკანოზი ფილიპე, მღვდელი ტრიფონი, მღვდელი ლუკა.

   იაკობმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

   1874-1879 წლებში ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. წლების მანძილზე იყო ერევნის ვაჟთა გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი და "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერევნის განყოფილების თავმჯდომარე.

   1915 წელს ერევნის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1915 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1915 წელს ერევნის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

   1919 წლის იანვარში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მთავარი გამგეობის სხდომამ ერევნის განყოფილების თავმჯდომარის მამა იაკობის განცხადება განიხილა ამ განყოფილების გაუქმების შესახებ.

   იაკობ ფხაკაზე გარდაიცვალა 1920-იან წლებში. ზუსტი თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ერევნის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ერევნის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების საპატიო წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მუდმივი წევრი (1913-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1906-)

Awards and Honors

  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

Share: