The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე აბრაამის ძე ფხალაძე

ალექსანდრე აბრაამის ძე ფხალაძე
Date of birth:1874
Date of death:1924  (at 50 years)
Category:Repressed, Religious leader

Biography

   ალექსანდრე ფხალაძე დაიბადა 1874 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ქოდალოში, მედავითნე აბრაამ და სოფიო გრიგოლის ასულ ფხალაძეების ოჯახში.

   ალექსანდრე ფხალაძემ თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.

   1893 წელს თბილისის გუბერნიის სოფელ გერგერის მთავრანგელოზთა სახელობის ტაძრის მედავითნედ განამწესეს.

   1896 წელს შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მედავითნედ და ამავე სოფლის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

   1898 წელს ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა.

   1900 წელს თელავის საეპარქიო სასწავლო კომიტეტმა გამოუცხადა მადლობა.

   1900-1901 წლებში თბილისში დამატებითი პედაგოგიური კურსები გაიარა და საეკლესიო გალობის მასწავლებლად მუშაობის მოწმობა მიიღო.

   1902 წელს პედაგოგიურ ასპარეზზე ნაყოფიერი სამსახურისათვის საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) 10 მანეთით დაასაჩუქრა.

   1905 წელს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და გერგერის ტაძრის წინამძღვრად განამწესა.

   1905-1910 წლებში გერგერის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი გახლდათ.

   1907 წლიდან კავკასიის მეორე საარტილერიო დივიზიონში ჯარისკაცებს საღვთო სჯულს ასწავლიდა.

   1907 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1909 წელს წლების მანძილზე სამრევლო-საეკლესიო სკოლებში ღირსეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მწყემსთავრული მადლობა გამოეცხადა სიგელის გაცემით.

   1910 წელს ლარგვისიის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.

   1915 წელს დიდი მეჯვრისხევის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში დაადგინეს.

   1918 წელს მოხისის წმინდა გიორგის საელობის ტაძარში დაინიშნა.

   1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს მღვდელი ალექსანდრე დახვრიტეს. ჰყავდა მეუღლე მარიამ აბრაამის ასული და შვილები: ანა, სოფიო, გიორგი და ნინო.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

Bibliography


Share: