The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ანტონ ანტონის ძე კასრაძე (დეკანოზი)

ანტონ ანტონის ძე კასრაძე
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1929  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ანტონ კასრაძე დაიბადა 1878 წელს თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში.

   1895-1901 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1901 წელს გორის სამების სახელობის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მასწავლებლად განამწესეს. შემდეგ იყო გორის სასწავლო კომიტეტის წევრი და საქმის მწარმოებელი.

   1910 წლიდან ანტონ კასრაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გორის განყოფილების გამგეობის წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1912 წელს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წელს მღვდლად დაასხეს ხელი და გორის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა.

   1914 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1915 წლის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის დროს, თავისი თხოვნით ფრონტზე გაიგზავნა და საველე ჰოსპიტლის ეკლესიის მოძღვრად დაადგინეს.

   1915 წელს სკუფია უბოძეს.

   1916 წელს ფრონტიდან დაბრუნდა და ისევ გორის საკათედრო ეკლესიაში დაინიშნა.

   1916 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1917 წლის 11-17 სექტემბრის პირველ საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით ეპარქიებში გამოირჩიეს ახალი მთავარხუცესები. მამა ანტონი ურბნისის ეპარქიის, გორის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს და სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

   მამა ანტონი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მე-2 საეკლესიო კრებაში იღებდა მონაწილეობას.

   1921 წელს, ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მოღვაწეობის გამო, დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1924 წელს დეკანოზი ანტონი აგვისტოს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. იგი დააპატიმრეს და სხვა სასულიერო პირებთან ერთად დახვრიტეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის მდივანი (1912-1913)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-1913)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-1914)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: