Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ანტონ ანტონის ძე კასრაძე (დეკანოზი)![]()
Biographyანტონ კასრაძე დაიბადა 1878 წელს თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1895-1901 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1901 წელს გორის სამების სახელობის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მასწავლებლად განამწესეს. შემდეგ იყო გორის სასწავლო კომიტეტის წევრი და საქმის მწარმოებელი. 1910 წლიდან ანტონ კასრაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გორის განყოფილების გამგეობის წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1912 წელს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წელს მღვდლად დაასხეს ხელი და გორის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1914 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1915 წლის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის დროს, თავისი თხოვნით ფრონტზე გაიგზავნა და საველე ჰოსპიტლის ეკლესიის მოძღვრად დაადგინეს. 1915 წელს სკუფია უბოძეს. 1916 წელს ფრონტიდან დაბრუნდა და ისევ გორის საკათედრო ეკლესიაში დაინიშნა. 1916 წელს კამილავკა ეწყალობა. 1917 წლის 11-17 სექტემბრის პირველ საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით ეპარქიებში გამოირჩიეს ახალი მთავარხუცესები. მამა ანტონი ურბნისის ეპარქიის, გორის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს და სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა ანტონი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მე-2 საეკლესიო კრებაში იღებდა მონაწილეობას. 1921 წელს, ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მოღვაწეობის გამო, დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1924 წელს დეკანოზი ანტონი აგვისტოს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. იგი დააპატიმრეს და სხვა სასულიერო პირებთან ერთად დახვრიტეს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |