The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძე

ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძე
Legal name:ლონგინოზ ილარიონის ძე კიკვიძე
Date of birth:1878  (147 years)
Date of death:195?
Category:Religious leader

Biography

   ლონგინოზ კიკვიძე დაიბადა 1878 წელს რაჭაში.

   1895 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელი 1901 წელს დაამთავრა.

   1902 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და ჩხუტელის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში განამწესა.

   1903 წელს პირველი ტოლის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დინიშნა.

   1903 წელს იმერეთის ეპარქიის, ლეჩხუმის მაზრის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და 42-ე ეპარქიულ კრებაზე დეპუტატად გამოარჩიეს.

   1913 წელს სკუფია უბოძეს.

   1914 წლიდან მამა ლონგინოზი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ონის განყოფილების  და ამავე დროს, გამგეობის წევრიც.

   მამა ლონგინოზის შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ, იგი გარდაიცვალა 1950-იან წლებში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების გამგეობის მდივანი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების წევრი (1914-)

Share: