შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
კალენიკე გიორგის ძე ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიაკალენიკე ქავთარაძე დაიბადა 1888 წელს შორაპნის მაზრაში. უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო და ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრთას. 1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაციონალისტურ ფრაქციაში შედიოდა. 1918 წელს „ალიონის“ ფრაქციის სახელით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოში. გახლდათ ეროვნული საბჭოს „ალიონის“ ფრაქციის მდივანი და პარლამენტის განათლების, სამანდატო და საარჩევნო კომისიების შემოდგენლობაში იყო გაწევრიანებული. 1919 წელს „ალიონის“ ფრაქცია სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სრულად შეუერთდა. 1919-1921 წლებში აგრძელებდა პედაგოგიურ საქმიანობას და მუშაობდა განათლების სამინისტროში. საგანმანათლებლო საქმის შესახებ სტატიებს ფრაქციის გაზეთ "ალიონში" აქვეყნებდა. კალენიკე ქავთარაძე, გარდა პოლიტიკისა და პედაგოგიური მოღვაწეობისა, ფართოდ იყო ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1915 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. მის შესახებ სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |