შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ ქართველიშვილი დაიბადა 1872 წლის 30 მაისს თბილისში, ცნობილი მეცენატისა და ქველმოქმედის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით „ვეფხისტყაოსნის“ გამომცემელის, გიორგი ქართველიშვილის ოჯახში. ნიკოლოზმა თბილისის გიმნაზია დაამთავრა და ერთხანს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა შემდეგ მუსიკალური განათლების მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა და პარიზის კონსერვატორიაში ჩააბარა. პარიზიდან დაბრუნებულმა ქართველიშვილმა მთელი თავისი საქმიანობა საზოგადოებრივ მოღვაწეობას მიუძღვნა. კერძოდ, თავისი ხარჯით შეადგინა ახალგაზრდების გუნდი, რომელიც კონცერტებს მართავდა საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვადასხვა ქალაქებში. ამ გუნდში მღეროდა შემდგომში ცნობილი მომღერალი სანდრო კავსაძე. 1902 წლიდან ნიკოლოზ ქართველიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და საზოგადოებაში მისი გაწევრიანების თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, ვალერიან ლორთქიფანიძე და პეტრე მირიანაშვილი. 1910 წელს ნიკოლოზ ქართველიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს და იმავე წელს ქართული თეატრის დირექტორად დაინიშნა. ნიკოლოზ ქართველიშვილი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართულ დრამატულ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ მისი დირიჟორობით დაიდგა კომპოზიტორ გოგნიაშვილის პირველი ქართული ოპერა „ქრისტინე“. 1920-1921 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კომისარი გახლდათ. ერუდირებული ინტელიგენტი, დახვეწილი ხელოვანი და შესანიშნავი ორგანიზატორული ნიჭის მქონე მამულიშვილი, საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, პატიოსნებით, მომთხოვნელობითა და ქართული საოპერო ხელოვნებისადმი განუზომელი სიყვარულით გამოირჩეოდა. 1922 წელს, მთავარმა სახელოვნებო კომიტეტმა ნიკოლოზს მუსიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა. ნიკოლოზის მეუღლე გახლდათ მსახიობი ალექსანდრა (საშა) კარგარეთელი-ქართველიშვილი. ნიკოლოზ ქართველიშვილი გარდაიცვალა 1922 წლის 30 მაისს თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |