შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ეგნატე (ტიტე) სვიმონის ძე ქიქოძე![]()
ბიოგრაფიატიტე ქიქოძე დაიბადა 1863 წელს ქუთაისში მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, რომელიც 1861 წელს დაამთავრა, იმავე წელს მოსკოვში გაემგზავრა და მოსკოვის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1886 წელს დაამთავრა. 1887 წლიდან ტიტე ქიქოძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სამედიცინო მოხელის თანამდებობაზე. ეს სამსახური მას არ აკმაყოფილებდა და პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში მივლინება მოითხოვა. მივლინებაში ყოფნის დროს იგი დოქტორის ხარისხზე გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებოდა. 1889 წელს მან ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდები და იმავე წელს ექიმ-ასისტენტად დაინიშნა პეტერბურგის ალექსანდრეს სახელობის საავადმყოფოში. საავადმყოფოში პრაქტიკულ საქმიანობას იგი ნაყოფიერად უფარდებდა მეცნიერულ მოღვაწეობას და ამ პერიოდში დაწერა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „Патологическая анатомия крови при крупозном воспалении легких“ (სისხლის პათოლოგიური ანატომია ფილტვების ანთების დროს), რომელიც 1890 წლის 14 აპრილს პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში დაიცვა. ტიტე ქიქოძე თავდაუზოგავად მოღვაწეობდა ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. მნიშვნელოვანია ქიქოძის თბილისში მუშაობის პერიოდი. 1899 წელს იგი თბილისის გუბერნიის მთავარ ექიმად დაინიშნა და ამ საპატიო ადგილზე 21 წლის მანძილზე მოღვაწეობდა. ტიტე ქიქოძე დაუღალავად ზრუნავდა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაზე. მის მიერ თბილისის გუბერნიის სოფლებში 13 ქსენონი და 18 სახელმწიფო სასოფლო საავადმყოფო გაიხსნა, რომელიც იყო პირველი უფასო სამედიცინო დახმარების სასოფლო უბნები საქართველოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტიტე ქიქოძის მიერ შექმნილი მალარიის საწინააღმდეგო ამბოლატორიული ქსელი, რომელმაც ასობით მალარიით დაავადებული ადამიანი იხსნა სიკვდილისაგან. 1893 წლიდან ტიტე ქიქოძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი. 1901 წლის 13 მარტს მან საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისთვის დროებით გადაეცათ „კარაბადინი“ და სხვა საექიმო წიგნები. ნიკოლოზ ცხვედაძემ მისი თხოვნა დააკმაყოფილა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქიქოძე მიწვეული იქნა ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატის სანიტარულ-ეპიდემიური განყოფილების გამგის თანამდებობაზე. ტიტე ქიქოძეს ეკუთვნის რამდენიმე სამედიცინო შრომა: „თბილისის გუბერნიის მედიკურ-ტოპოგრაფიული ნარკვევები“, „თბილისის გუბერნიის საოფლის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“, „კერძო სასოფლო-საექიმო ქსენონები“, რომლებშიც აღწერილია საქართველოში სამედიცინო მომსახურების მდგომარეობა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე. ტიტე ქიქოძე გარდაიცვალა 1939 წელს 75 წლის ასაკში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |