The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ლევანის ძე ქორქაშვილი

დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:1949  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   დაიბადა ქ. ქუთაისში. 1896 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ოფთალმოლოგი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროს ექიმად, I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს კავკასიის ფრონტის საველე ჰოსპიტლის მთავარ ექიმად, შემდეგ ქუთაისის საავადმყოფოს თვალის სნეულებათა განყოფილების გამგედ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1903-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ქუთაისი

გააზიარე: