The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე ივანეს ძე ქუთათელაძე

კონსტანტინე ივანეს ძე ქუთათელაძე
Date of birth:5 January, 1869  (155 years)
Date of death:192?
Category:Religious leader

Biography

  კონსტანტინე ქუთათელაძე დაიბადა 1869 წელს ქუთაისის გუბერნიის ქალაქ ხონში მღვდელ იოანე ქუთათელაძისა და ბარბარე ქუთათელაძის ოჯახში და ეკუთვნოდა აზნაურთა წოდებას.

   1891 წელს კონსტანტინემ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1897 წლის 24 აგვისტოს იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო იმავე წლის 30 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ტაძარში განამწესა. 1899-1903 წლებში საწულუკიძეოს სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია.

   1899 წლიდანკონსტანტინე ქუთათელაძე შეთავსებით ხონის ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგი იყო. 1900 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წლის 21 აგვისტოს ივანდიდის წმ. გიორგის სახ. ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

   1907-1908 წლებში მღვდელი კონსტანტინე ხონის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწის კანდიდატია და 1908 წლის 9 იანვარს ხონის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. იმავე წელს ხონის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ განამწესეს და სკუფია უბოძეს. 1913 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1919 წლიდან მღვდელი კონსტანტინე ქუთაის-გაენათის ეპარქიის, ხონის ოლქის მთავარხუცესად იხსენიება. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ქარჩხობის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება, ხოლო მისი შემდგომი ბედი უცნობია. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

Bibliography


Share: