The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე

გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე
Legal name:გიორგი ბესარიონის ძე ღოღაბერიძე
Date of birth:1826  (199 years)
Date of death:189?
Category:Lawyer, Dealer, Public Figure

Biography

   გიორგი ღოღობერიძე დაიბადა 1826 წელს ქუთაისში. დაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო და შემდეგ სწავლა თბილისის გიმნაზიაში გააგრძელა.

   1855-1856 წლებში, ყირიმის ომის დროს, მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. იგი გახლდათ იმერეთის ე.წ. „წვეროსნების“ პარტიის უძველესი მოთავე.

   გიორგი ღოღობერიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დაარსებაში. იგი ძმასთან, ნიკოლოზ ღოღობერიძესთან ერთად, ქუთაისში იმერეთის გუბერნატორ ლევაშოვის წინააღმდეგ შექმნილ ოპოზიციას ხელმძღვანელობდა.

   1861 წელს გიორგი ღოღობერიძემ, დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად, ქუთაისში პირველი ქართული წარმოდგენა გამართა. დაიდგა გიორგი ერისთავის „გაყრა“, რომლის შემოსავალი „კალმასობის“ გამოცემას მოახმარა.

   1867 წელს პარიზში დაგეგმილი იყო ხელოვნების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, სადაც საქართველოც იღებდა მონაწილეობას. იმერეთიდან ამ ნივთების შეგროვება და თავის მოყრა გიორგი ღოღობერიძეს დაევალა.

   1886 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ გოჩა-ჯიხაიშში სკოლა გაიხსნა. ამ საქმეში თავდაუზოგავი შრომა გასწიეს ძმებმა გიორგი და სიმონ ღოღობერიძეებმა. ეს იყო მათი დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგი. მიუხედავად ხელისშემშლელი გარემოებებისა, მათ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს. გიორგიმ სკოლას ძვირფასი ხის ავეჯი, წიგნები და ხუთი თუმანი ფული შესწირა. სოფლის საზოგადოებამ გიორგი ღოღობერიძეს სკოლის მზრუნველობა შესთავაზა, რაზედაც მან უარი ვერ თქვა და დასთანხმდა.

   გიორგი ღოღობერიძის გარდაიცვალა 1890-იან წლებში, ზუსტი თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:ქუთაისი

Share: