The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი
Date of birth:1868
Date of death:1924  (at 56 years)
Category:Interpreter, Educator, Public Figure

Biography

   ნიკოლოზ ყაზბეგი დაიბადა 1868 წელს სოფელ სტეფანწმინდაში.

   1887 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. 1896 წლიდან სრულიად უფასოდ ემსახურებოდა სახალხო თეატრს.

ნიკოლოზ ყაზბეგი გახლდათ ერთ-ერთი დამაარსებელი კავკავის მუდმივი სცენისა და სიღნაღის თეატრისა. ორივე ადგილზე რეჟისორად მუშაობდა.

   ყაზბეგი ასევე გახლდათ მუსიკალური საზოგადოების, „შევარდენის“, მონადირეთა კავშირისა და მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარე. მისი ინიციატივით დაარსდა სიღნაღის საშუალო სასწავლებელი. მუშაობდა ტექნიკუმის გამგის მოადგილედ და მუშათა კლუბის დრამატული სექციის ხელმძღვანელად.

   1914 წლიდან ნიკოლოზ ყაზბეგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სიღნაღის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   ნიკოლოზ ყაზბეგმა რუსულად თარგმნა ეგნატე ნინოშვილის „სიმონა“ და ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“, რომელიც დაიბეჭდა რუსულ გაზეთ „Терек“-ში.

   ნიკოლოზ ყაზბეგი გარდაიცვალა 1924 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-1916)

Share: