The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ილია თევდორეს ძე ყიფშიძე

ილია თევდორეს ძე ყიფშიძე
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1953  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

    ილია ყიფშიძე დაიბადა 1882 წელს გორის მაზრის სოფელ სოღოლაშენში.

    1908 წელს დაამთავრა რაინ-ვესტფალიის უმაღლესი ტექნიკური სკოლა ქალაქ აახენში.

    1909 წლიდან ილია ყიფშიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების ცხოვრებაში.

    1919 წელს ილია ყიფშიძე თბილისის უნივერსიტეტში გერმანული ენის მასწავლებლად მიიწვიეს და იმავე წელს უნივერისტეტის პროფესორთა საბჭომ, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობით, მინერალოგიის კათედრის ასისტენტად დაამტკიცა.

    1928-1938 წლებში ყიფშიძე  საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდა. მან, ალექსანდრე თვალჭრელიძესთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა კრისტალოგრაფიისა და მინერალოგიის სწავლებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი შრომებიდან აღსანიშნავია "გეომეტრიული კრისტალოგრაფია" და 1938 წელს მინერალოგიის პირველი სახელმძღვანელო, რომლის თანაავტორებიც არიან გ. გვახარია და გ. ძოწენიძე. 

    ილია ყიფშიძე საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ  ცენტრში.

    ილია ყიფშიძე გარდაიცვალა  1953 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)

გააზიარე: