Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
სამსონ იოანეს ძე შავიშვილი![]()
Biographyსამსონ შავიშვილი დაიბადა 1866 წელს ქუთაისის გუბერნიის, ოზურგეთის მაზრაში სახაზინო გლეხის ოჯახში. მამა მედავითნე იყო. 1883 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, 1886 წელს მესამე კლასიდან გამოვიდა და იმავე წელს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში მორჩილის შტატში მიიღეს, სადაც საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი შეისწავლა. 1901 წელს ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1904 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) სტიქარი უკურთხა. 1905 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), რომელიც იმ პერიოდში დროებით გურია-სამეგრელოს ეპარქიასაც განაგებდა დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ნიგოითის ორშტატიანი ეკლესიის მეორე მღვდლად დანიშნა. 1906 წელს წითელმთის წმინდა გიორგის ტაძარში გადაიყვანეს. 1909 წელს ქაქუთის ფერისცვალების ტაძარში განამწესეს. მასვე დაევალა ქაქუთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეობა. 1910 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. ჰყავდა მეუღლე მაკრინა არსენის ასული და შვილი ლონგინოზი. 1920-იანი წლების შემდეგ მისი ბედი უცნობია. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |