The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძე (თავადი)

ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძე
Legal name:ალექსანდრე გრიგოლის ძე შარვაშიძე
Date of birth:1860
Date of death:1932  (at 72 years)
Category:Public official, Public Figure, Military Person

Biography

   ალექსანდრე შერვაშიძე დაიბადა 1860 წელს ცნობილი აფხაზი სახელმწიფო მოღვაწის, გენერალ-ლეიტენანტ გრიგოლ შერვაშიძისა და აღათა ელიზბარის ასული დადიანის ოჯახში. მისი მეუღლე გახლდათ გაიანე თარხან-მოურავი, გენერალ იოსებ თარხან-მოურავისა და ბარბალე (ბაბო) ჯამბაკურ-ორბელიანის ასული.

   ალექსანდრე შერვაშიძე იყო ქალაქ სოხუმის თავი და ამ პოსტს ინარჩუნებდა მენშევიკების მმართველობის პერიოდშიც. იგი იყო იმპერატორ ნიკოლოზ II და მისი ოჯახის საზეიმოდ მიღების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქალაქ გაგრაში.

   1903 წელს ალექსანდრემ თავის ბაღში დიდი მიღება მოაწყო სოხუმში ჩასული ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად.

   1917 წლიდან ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების საოლქო კომიტეტს. ალექსანდრე შერვაშიძე გახლდათ დიდი საზოგადო მოღვაწე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზეთში სოფლის მეურნეობის განვითარები საქმეში. ჩაბმული იყო ქვეყნისთვის სასარგებლო ყველა საზოგადოებრივ საქმიანობაში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სკოლების გახსნასა და მთელ მოსახლეობაში კულტურის გავრცელებაში. 

   1881 წლიდან ალექსანდრე შერვაშიძე იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი, ხოლო 1909 წლიდან ამ საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრი.

   ალექსანდრე შერვაშიძე გარდაიცვალა 1932 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1881-)

Share: