The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ ალექსანდრეს ძე შერვაშიძე (თავადი)

გრიგოლ ალექსანდრეს ძე შერვაშიძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ ალიბეის ძე შარვაშიძე
დაბადების თარიღი:1818
გარდაცვ. თარიღი:2 თებერვალი, 1898  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   გრიგოლ შარვაშიძე დაიბადა 1818 წელს. დაწყებითი განათლება მან დედის, კესარია ნიკოლოზის ასულ დადიანის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი სამხედრო სამსახურში შევიდა, რუსეთის ჯარის სამხედრო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას და გახლდათ გენერალ-ლეიტენანტი.

   1845 წელს ცოლად შეირთო თავად ელიზარ დადიანის ქალიშვილი აგატა.

   1848 წლიდან იგი გახლდათ აბჟუის (აფხაზური ეთნიკური ჯგუფი) ოკრუგის მმართველი.

   1877-1878 წლებში ენგურის საკავალერიო რაზმის მეთაურის თანამდებობას ასრულებდა.

   1879 წლიდან გრიგოლ შერვაშიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

   გრიგოლ შერვაშიძე იყო ზედმიწევნით განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი. იგი ცნობილია, როგორც აფხაზეთში, მშობლიურ ენაზე  სასკოლო განათლების დამცველი. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სკოლების გახსნაში და მოსახლეობაში კულტურის დანერგვაში. მან აფხაზეთში ხელი შეუწყო სწავლა-განათლებასა და პროგრესს.

   1865 წელს გრიგოლ შერვაშიძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირველი აფხაზური ანბანის შექმნის საქმეში, აგრეთვე საზოგადოების აფხაზური ფილიალის შექმნისას მოსახლეობაში წიგნიერების გავრცელებაში.

   გრიგოლ შრვაშიძე აქტიურად იბრძოდა აფხაზების ეროვნული ინტერესების დასაცავად. იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, ნიკო დადიანთან, კონსტანტინე ლორთქიფანიძესთან, რაფიელ ერისთავთან და სხვა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებთან.

   გრიგოლ შერვაშიძე გარდაიცვალა 1898 წლის 2 თებერვალს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: