შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ილია ივანეს ძე კოპალეიშვილი![]()
ბიოგრაფიაილია კოპალეიშვილი დაიბადა 1865 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ეწერში გლეხის ოჯახში. დაამთავრა პირველადი სამინისტრო სასწავლებელი და ადრეული ასაკიდან თბილისში კავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში ზეინკლად მუშაობდა. 1898 წლიდან გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1900 წელს მთავარი სახელოსნოსა და რკინიგზის მუშათა გაფიცვის შემდეგ ილია კოპალეიშვილი დააპატიმრეს და საკუთარ სოფელში გადაასახლეს, თუმცა მცირე ხნის შემდეგ ისევ ტფილისში დაბრუნდა და პარტიული საქმიანობა გაგრძელა. 1903 წელს სამუშაოდ ბათუმში გადავიდა, რსდმპ ბათუმის კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდა და მენშევიკების ფრაქციაში მუშაობდა. მეფის რეჟიმის დროს პოლიტიკური საბაბით რამდენჯერმე დააპატიმრეს და გათავისუფლების შემდეგ იძულებული გახდა საკუთარ სოფელში დაბრუნებულიყო, უვლიდა თავის მეურნეობას და აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას გლეხთა შორის. ილია კოპალეიშვილი 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და იყო სამეურნეო-საგამგეო კომისიის თავმჯდომარე, აგრარული, თვითმმართველობის, შრომის კომისიების წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1924 წლის 28 აგვისტოს დაწყებული ანტისაბჭოთა აჯანყების დამარცხების შემდეგ, ბოლშევიკური რეჟიმის სადამსჯელო ღონისძიებებისას, ილია კოპალეიშვილი, რომელსაც ავადმყოფობის გამო (მწოლიარე, მაღალი სიცხით) აჯანყებაში მონაწილეობა არც კი მიუღია, სხვა მოქალაქეებთან ერთად სამტრედიასთან დახვრიტეს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |