The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოანე შიუკაშვილი (დეკანოზი)

იოანე შიუკაშვილი
Legal name:ივანე შიუკაშვილი
Date of birth:18??
Category:Public Figure, Religious leader

Biography

   ივანე შიუკაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები უცნობია.

   მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან იოანე შიუკაშვილი გახლდათ თელავში, პატარა კახის კარის ეკლესიის დეკანოზი, სადაც XX საუკუნის 20-იან წლებამდე იღვაწა. მის ოჯახში სხადასხვა დროს სტუმრად ყოფილან ცნობილი და სახელოვანი ქართველი მამულიშვილები: ილია, აკაკი, ვაჟა, ალექსანდრე ყაზბეგი, ვასილ ბარნოვი, ანტონ ფურცელაძე, ეკატერინე გაბაშვილი და სხვა.

   1889 წელს მღვდელმა იოანე შიუკაშვილმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

   1890 წელს თელავში, დიმიტრი ბაქრაძის პანაშვიდზე წარმოთქმული მისი სიტყვა გაზეთ "ივერიის" 1890 წლის №42-ში იყო გამოქვეყნებული.

   1897 წელს იოანე შიუკაშვილს ცნობილი მჭერმეტყველური სიტყვა წარმოუთქვამს ნიკოლოზ ზაქარიას ძე ჭავჭავაძის ცხედრის გამოსვენებისას.

   1914 წლიდან იოანე შიუკაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი.

   იოანე შიუკაშვილს ურთიერთობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილთან, მის მიერ 1916 წლის 26 მარტს დაწერილი წერილი მეცნიერის არქივშია დაცული. მას მიმოწერა ჰქონია აგრეთვე მოსე ჯანაშვილთანაც.

     იოანე შიუკაშვილის მეუღლეს ანა აბრამიშვილს დედის, ჩერქეზიშვილების ოჯახიდან ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, მათი ოჯახის უმთავრესი ინტერესის საგანი ქართული ენა და ლიტერატურა, თეატრი და მუსიკა იყო. იოანე გახლდათ დრამატურგ ნიკო შიუკაშვილის მამა. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)

Share: