შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ალიოზ ბაგდანის ძე შიხინოვი![]()
ბიოგრაფიასაზოგადო მოღვაწე, პროვიზორი და ქველმოქმედი ალოიზ შიხინოვის დაბადების თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი 1870-1871 წლებში უნდა იყოს დაბადებული. ალოიზი გახლდათ ქართველი კათოლიკე. იგი თბილისში დაიბადა და მოსკოვში სწავლის დამთავრების შემდეგ, პროვიზორის ცოდნა-წოდებით აღჭურვილმა პირდაპირ ქალაქ გორს მიაშურა. იჯარით აიღო აფთიაქი, სადაც საყოველთაო სიყვარული და პატივი დაიმსახურა ამ მეტად კაცთმოყვარე ადამიანმა. ამის შემდეგ, დაახლოებით 1908 წელს თბილისში, ვაგზლის ქუჩაზე გახსნა საკუთარი აფთიაქი სამკურნალოთი, სადაც ღარიბებს უფასოდ ემსახურებოდა. 1902 წლიდან ალოიზ შიხინოვი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი. იგი მხურვალე მონაწილეობას იღებდა ქართულ საზოგადოებრივ და კულტურულ საქმეებში. 1910 წელს ალოიზი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრ-ხაზინადრად იქნა არჩეული, რომელ თანამდებობასაც სიყვარულითა და კეთილსინდისიერად ასრულებდა. მთელი არსებით ემსახურებოდა ქართული თეატრის ნივთიერ მოღონიერებას. განსაკუთრებით ზრუნავდა ქართული სცენის მოღვაწეთათვის. მძიმე ავადმყოფობის დროსაც კი არ დავიწყებია სცენის მუშაკები და ალექსანდრე სუმბათაშვილის თბილისში სტუმრობის დროს, მის საპატივცემულოდ გამართულ საღამოზე წაყვანა უთხოვნია... წამიყვანეთ, ჩემის მხრივ მინდა ასი თუმანი გადავცე და თავად სუმბათაშვილსაც და სხვებსაც ვსთხოვო, ვისაც რა შეუძლიან, თავისი წვლილი გაიღონ და გადასდონ ჩვენი მოხუცი მსახიობების დასახმარებლად თანხის შესაგროვებლადო. მართალია ამ სურვილის ასრულება თავად ვერ მოახერხა, მაგრამ მის დებს მტკიცედ გადაუწყვეტიათ და ძმის ანდერძი შეუსრულებიათ კიდეც. ალოიზ შიხინოვი ასევე ეხმარებოდა სხვადასხვა საზოგადოებებს, ქვრივ-ობლებსა და გაჭირვებულებს, თანაც ამას ისე ახერხებდა, რომ სხვას არა გაეგო რა. თავად უცოლ-შვილოს, უმწეოთა საიდუმლო დახმარება სულიერ მოთხოვნილებად ჰქონია გადაქცეული. 1916 წლის 13 ივნისს, რამდენადაც პარადოქსი არ უნდა იყოს, თბილისში მუწუკის ამოჭრით გარდაიცვალა აფთიაქარი ალოიზ შიხინოვი და დაკრძალეს სოლოლაკის კათოლიკეთა სასაფლაოზე, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |