The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლონგინოზ ანტონის ძე ჩიმაკაძე

ლონგინოზ ანტონის ძე ჩიმაკაძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1875  (150 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ლონგინოზ ჩიმაკაძე დაიბადა 1875 წლის 5 იანვარს ქუთაისის მაზრის სოფელ მათხოჯში.

    ლონგინოზ ჩიმაკაძემ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც 1886 წელს დაასრულა და სწავლა განაგრძო ხონის საოსტატო სემინარიაში, სადაც მოწაფეთა არალეგალურ ჟურნალ „ტალღებს“ რედაქტორობდა.

    ლონგინოზ ჩიმაკაძე სხვადასხვა დროს სხადასხვა რაიონებში მუშაობდა მასწავლებლად: გურიაში ჯურუყვეთსა და აცანაში და იმერეთში სოფელ გოჩა-ჯიხაიშში. ამ სოფლებში თითოკლასიანი სკოლები ორკლასიანებად გადააკეთა და სამკითხველოებიც დააარსა.

    1902 წლიდან ლონგინოზ ჩიმაკაძე ერევნის გუბერნიის სოფელ აშტარაკში საქალაქო სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

    1913 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

    1916 წლიდან ლონგინოზი საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც მონაწილეობდა ყველა საზოგადო-საკულტურო საქმეში: სახალხო წიგნების გამომცემელ ამხანაგობაში, ღარიბ მოწაფეთა საზოგადოებაში, დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირის მთავარ გამგეობაში, კოოპერატივში და სხვა ორგანიზაციებში.

   ლონგინოზ ჩიმაკაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: