The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გვანჯი ალექსის ძე ჩიქოვანი

გვანჯი ალექსის ძე ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1969  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამეგრელო, სოფელ ჭკადუაში
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   გვანჯი ჩიქოვანი დაიბადა 1879 წელს.
   თავადი გვანჯი ჩიქოვანი იყო რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე, წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც გამოიქცა და სალომე დადიანის შუამდგომლობით მოეწყო საოფიცრო კურსებზე.
   1913 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ზუგდიდის განყოფილების ნამდვილი წევრი.
   რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, მიავლინეს აჭარაში პოლიციის უფროსად.
   1921 წელს საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ მხოლოდ 6 თვე იმუშავა და მშობლიურ სოფელში დაბრუნდა.
   1924 წლის აჯანყების დღეებში დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს. ასევე დაპატიმრებული იყო მეორე მსოფლიო ომის დროს და მოიხადა 8 წელი.
   გვანჯი ჩიქოვანს დიდი მეგობრობა აკავშირებდა კონსტანტინე გამსახურდიასთან. მისი პროტოტიპი "მთვარის მოტაცებაში" არის გვანჯ აფაქიძე.
    გვაჯი ჩიქოვანი გარდაიცვალა 1969 წელს და დაკრძალულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გეორგიევსკის ჯვარი

გააზიარე: