The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი

ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი
სხვა სახელი:კიკო  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1840
გარდაცვ. თარიღი:1906  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

    ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი დაიბადა 1840 წელს თელავის მაზრის სოფელ მატანში ზაალ და მართა ჩოლოყაშვილების ოჯახში.

    1877 წელს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი გახლდათ თონეთის მაზრის წინამძღოლი, სადაც მან სასოფლო-საამხანაგო ბანკი დააარსა, რომლის შესახებ ამავე წლის 8 დეკემბრის ნომერში გაზეთმა „ივერიამ“ განცხადებაც გამოაქვეყნა. მოსახლეობა თვლიდა, რომ  ასეთი კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე წინამძღოლი მათ არასდროს არ ჰყოლიათ.

    1879 წლიდან ნიკოლო ჩოლოყაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

    1883 წელს თბილისის გუბერნიის დეპუტაცია, რომლის შემადგენლობაში ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ივანე ამილახვარი, ალექსანდრე საგინაშვილი, ივანე ორბელიანი, იასე ანდრონიკაშვილი და თავად ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი შედიოდნენ  რკინიგზის სადგურში გზების მინისტრს კონსტანტინე პოსეტს დახვდნენ და კახეთის რკინიგზის პროექტის დამტკიცება სთხოვეს. დელეგაციას დავით სუმბათაშვილი ხელმძღვანელობდა. 

    1885 წელს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის წინამძღოლად აირჩიეს. ამავე წელს მან მეუღლესთან, ანასტასია ჩოლოყაშვილთან  ერთად თელავში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სასარგებლოდ „ბალი“ გამართა.

    1886 წელს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს გვარდიის როტმისტრის წოდება მიენიჭა და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების თელავის განყოფილების დირექტორად დაინიშნა. მან თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს, ქველმოქმედების მიზნით, უამრავი წიგნი შესწირა.

    1892 წელს თელავში გამართულმა თავადაზნაურთა კრებამ, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის წინადადებით, გადაწყვიტა ღვინით ვაჭრობის ამხანაგობა დაეარსებინათ და წესდების შესადგერნად ილია ჭავჭავაძეს მიმართეს.

     1900 წელს ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის თავადაზნაურობის მეთაური იყო და იგი ამ დროს აყვანილი იქნა პოლკოვნიკის ხარისხში.

    ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მეუღლე გახლდათ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი ანასტასია (ნასტენკა) დავითის ასული ჭავჭავაძე და მათ ჰყავდათ შვილები: დავით, ანა, ელისაბედ და სოფიო.

    ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა 1906 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თელავი

გააზიარე: