შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
პოლიკარპე ივანეს ძე ჩხიკვიშვილი![]()
ბიოგრაფიაპოლიკარპე ჩხიკვიშვილი დაიბადა 1855 წელს დაბა ხონში. 1884 წელს კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. 1881 წელს, სტუდენტობის დროს, იმპერატორ ალექსანდრე II მკვლელობაში პირადად იღებდა მონაწილეობას. 1884 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისას, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცოდნით რომელიმე დიდ ქალაქში შეეძლო დაფუძნებულიყო, სამუშაო ასპარეზად მაინც ხონი აირჩია და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც იმ ხანად მეტად მძიმე მდგომარეობა სუფევდა. იყო გაუნათლებლობა და სრული სიბნელე. პოლიკარპე ჩხიკვიშვილმა პირადი კეთილდღეობა უმეცრებასთან ბრძოლას შესწირა. მიზნად დაისახა საკუთარი ხალხის სამსახური. ფართოდ გააჩაღა კულტურულ-საზოგადოებრივი და სამეცნიერო-საექიმო მოღვაწეობა. მისი სამუშაო რაიონი იყო ხონი, იმერეთის სხვადასხვა კუთხე, ლეჩხუმი და სამეგრელო. ღარიბ ხალხს არაფერს არ ართმევდა და საკუთარი დღიური ლუკმისთვის ნაშოვნ სახსრებსაც კი უნაწილებდა. პოლიკარპემ ხონში დრამატული წრე ჩამოაყალიბა და სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში თავადაც სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობდა. ამის გამო, 1901 წელს „ივერიაში“ აკაკიმ ფელეტონიც მიუძღვნა. 1909 წლიდან პოლიკარპე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი გახლდათ და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში. პოლიკარპე ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა 1924 წლის 6 ივლისს და დაკრძალულია ხონის ეკლესიის გალავანში. ხონის აღმასკომის დადგენილებით, მისი ხსოვნისათვის საავადმყოფოში ერთი უფასო საწოლი დაარსდა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |